ყაზაიშვილის კიდევ ერთი გოლი MLS-ში

0
40

ვაკო ყაზაიშვილმა MLS ლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „სან ხოსე“ გასვლაზე „კოლორადოსთან“ 1:2 დამარცხდა და 62-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 აგებდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა. მან ბოლო ცხრა შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.

„სან ხოსემ“ მეორე ბურთი 73-ე წუთზე გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა. ყაზაიშვილმა მცველ გურამ კაშიას მსგავსად შეუცვლელად ითამაშა. „სან ხოსე“ 38 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.