“საბურთალო” ერევანში ჩავიდა

0
39
თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის “არარატ-არმენიას” წინააღმდეგ გასამართად ერევანში ჩავიდა.
გუნდი ერევანში მდებარე “ჰილტონის” სასტუმროში დაბინავდა.
“საბურთალო” ერევანში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი;
მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა;
ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია;
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.
გუნდთან ერთად არ იმყოფებიან ვაგნერ გონსალვესი და ელვინ ტერა. გონსალვესს ტრავმა აქვს, ხოლო ტერა ერევანში სავიზო პრობლემის გამო ვერ გაემგზავრა.