კატალონიის ,,ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლეო მესი ეროვნულ გუნდს, შესაძლოა, ორიდან ექვსი თვის ვადით ჩამოაშორონ. ინფორმაციას TyC Sports ავრცელებს. კონმებოლი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს.
გამოცემის ცნობით, ლეოს ასეთი სასჯელი კოპა ამერიკის პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო ემუქრება. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ნახევარფინალში, ბრაზილიასთან წაგების შემდეგ, მესიმ მსაჯები გააკრიტიკა და კონმებოლს ბრალი კორუფციაში დასდო. არგენტინელმა განაცხადა, რომ ტურნირი მთლიანად ბრაზილიელებს მოარგეს, რადგან მათ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მთავარ ორგანიზაციში დიდი გავლენები აქვთ.
მესი ჩილესთან შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო კონმებოლისგან ერთმატჩიანი დისკვლაფიკაციითა და 1500 დოლარით უკვე დაისაჯა.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მესიმ კონმებოლს მოუბოდიშა. წერილში არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია განმარტავდა, რომ თავდამსხმელმა კორუფციაში ბრალი არა კონმებოლის წარმომადგენლებს, არამედ მხოლოდ მსაჯებს დასდო.