ლონდონის ,,არენალის” ფეხბურთელებს, მესუთ იოზილსა და სეად კოლაშინაცს თავს დანებით შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა ლონდონში მოხდა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ხელში დანა ეჭირა. ,,არსენალმა” დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელი შემთხვევას უვნებლად გადაურჩა.
პოლიციამ თვითმხილველები უკვე დაკითხა, ჯერჯერობით თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. შემთხვევის ახლოსმდებარე რესტორნის მფლობელმა, იასმინ ტასინერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები მაშინ გამოჩდნენ, როცა კოლაშინაცი მისი სახლის წინ იოზილსა და იოზილს ცოლს ხვდებოდა, თურქი ფეხბურთელი და მისი მეუღლე მანქანაში ისხდნენ. მისივე თქმით, შეიარაღებულმა პირებმა კოლაშინაცს საათის წართმევა დაუპირეს, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდომასაც ეცადნენ.