ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 16 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შედგეს. შეიძლება ითქვას, რომ “საბურთალომ” პირველი მატჩი, სტუმრად კომფორტული სხვაობით 3:0 მოიგო და მეორე ეტაპის მეტოქეზე საუბარი უკვე შესაძლებელია.
როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის, “შერიფის” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩვენი ჩემპიონის მეორე მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩები 23-24 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 30-31 ივლისს.
ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მეორე ეტაპზე ასპარეზობის შემთხვევაში, “საბურთალო” სტუმრად გამართულ მატჩს ზაგრების “დინამოს” გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებს.
ზაგრების “დინამოს” გულშემატკივარი UEFA-მ პიროტექნიკისა და რასისტული ჟესტების მიზეზით დასაჯა.