ჯიჯიმ პრემიერლიგას ტურინში დაბრუნება არჩია

0
34

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
“იუვენტუსში” დაბრუნებულმა 41 წლის მეკარემ, კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინის “იუვენტუსი” გასულ წელს დატოვა და ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა.
ბუფონს შეთავაზება ინგლისიდანაც ჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი აგენტი, სილვანო მარტინა ავრცელებს.
“ჯანლუიჯი ბევრი შემოთავაზება ჰქონდა. მის გადაბირებას კი განსაკუთრებით პრემიერლიგის გუნდები ცდილობნენ” – აღნიშნა 41 წლის იტალიელის აგენტმა, თუმცა კლუბები არ დააკონკრეტა.