“მილანი” ევროპა ლიგიდან მოკვეთეს

0
26

„მილანი“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „როსონერის“ დამდეგი გათამაშებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო.

„2019-2020 წლების სეზონში „მილანი“ უეფას ტურნირებიდან მოხსნილია. 2015-2016, 2016-2017, 2017-2018 წლების სეზონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად „მილანს“ საბიუჯეტო ვალდებულებების დარღვევა აღმოაჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გრანდმა ტურნირიდან მოკვეთის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს თავად მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აქვე გეტყვით, რომ „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე იტალიას ტურინის „ტორინო“ წარმოადგენს.