მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

0
68

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები – მეორე ხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მომსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა შევარდენზე და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო, ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.

„დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

„დავასახელეთ გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ჯგუფში არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც კლუბში მიღებული ტრავმების შემდეგ ახლაც რეაბილიტაციას გადიან, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შეკრების პირველი ნაწილისთვის ისინი მზად იქნებიან. შემადგენლობაში გვყავს გამოცდილი მორაგბეები, რომელთაც დავამატეთ ორი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე. ისინი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და გვაქვს იმედი, რომ მომავალში ნაკრების წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ“ – თქვა მილტონ ჰეიგმა.

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

თიბისი რაგბის სერიების ეგიდით, 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გვექნება.

რაც შეეხება მსოფლიო თასს, იქ „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

201 |  რაზმი მსოფლიო თასის საწვრთნელი შეკრებისთვის

No სახელი და გვარი დაბ ბრჯ მონაგარი
 
უკანა ხაზი [ბექები]
მერაბ კვირიკაშვილი 1983 115 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 6სბ
სანდრო თოდუა 1987 78 11ლ 2სბ
გიორგი აფციაური 1994 25
სოსო მათიაშვილი 1993 17 6 21გ 20ჯ [132 ქ]
მირიან მოდებაძე 1997 8 5
ზურაბ ძნელაძე 1992 7
დავით კაჭარავა 1985 114 22ლ [4 კაპ] 3სბ
მერაბ შარიქაძე 1993 63 12 [16 კაპ]
თამაზ მჭედლიძე 1993 51 7ლ სბ
გიორგი კვესელაძე 1997 18 3
10 ლაშა მალაღურაძე 1986 91 5ლ 41გ 25 3ა [191 ქ] 2სბ
10 ლაშა ხმალაძე 1988

74

9ლ 4გ [53 ქ]
10 რევაზ ჯინჭველაშვილი 1995 8 :
10 თედო აბჟანდაძე 1999 7 შ 7გ 6 [39 ქ]
9 გიორგი ბეგაძე 1986 65 2სბ
9 ვასილ ლობჟანიძე 1996 43 8
9 გელა აფრასიძე 1998 15 2 7გ [24 ქ]
9 მიხეილ ალანია 2000 0 :
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი 1990 54 2ლ სბ
1 კახა ასიეშვილი 1987 34 5
1 გიორგი თეთრაშვილი 1993 10 :
1 გურამ გოგიჩაშვილი 1998 5
2 შალვა მამუკაშვილი 1990 66 6ლ სბ
2 ჯაბა ბრეგვაძე 1987 54 2 4სბ
2 გიორგი ჭყოიძე 1991 6 :
2

ვანო კარკაძე

2000 2 :
3 ლევან ჩილაჩავა 1991 48 8 სბ
3 გიორგი მელიქიძე 1996 13
3 ბექა გიგაშვილი 1992 7 :
3 ლაშა ტაბიძე 1997 4 :
2ხ გიორგი ნემსაძე 1984

90

14ლ [11 კაპ] 6სბ
2ხ შალვა სუთიაშვილი 1984 75 2ლ [15 კაპ] 3სბ
2ხ კოტე მიქაუტაძე 1991 57 2ლ 3სბ
2ხ ნოდარ ჭეიშვილი 1990 22 :
2ხ დავით გიგაური 1994 3
2ხ გრიგორ ქერდიყოშვილი 1994 1
2ხ ლაშა ჯაიანი 1998 0 :
3 გიორგი თხილაიშვილი 1991 50 11ლ სბ
3 ლაშა ლომიძე 1992 44 6 + 2შ სბ
3ხ ბექა ბიწაძე 1991 29

6ლ + 3შ

3 ოთარ გიორგაძე 1996 20 4ლ
3ხ გიორგი ცუცქირიძე 1996 18 3ლ 2სბ
3 ბექა გორგაძე 1996 17 6ლ  2სბ
3

საბა შუბითიძე

1994

12

:

3 ბექა საღინაძე 1998 3 :