ახალი მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ პირველი ვარჯიში ჩაატარა.
კვიპროსულ გუნდში 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა და 30 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა ივარჯიშეს.
ოქრიაშვილმა ბოლო სამი სეზონი რუსეთის პრემიერ ლიგის „კრასნოდარში“ გაატარა, სადაც ტრავმების გამო მხოლოდ 18-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
განვლილ სეზონში დაუშვილი „ჰალადაშში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში უნგრეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა.
მათ გარდა, „ანორთოსისში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა არიან.
„ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას თანაშემწე სოსო ჭედია იქნება. მათ ერთად საქართველოს ნაკრებში და არაერთ კლუბში უმუშავიათ.
მთავარი ნიუსი ოქრიაშვილი და დაუშვილი “ანორთოსისში” ვარჯიშს შეუდგნენ