“კოპა ამერიკას” ამერიკელები შემორჩნენ

0
29

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ „მარაკანაზე,“ ურუგვაის ნაკრებმა ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, ჩილეს ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო და 7 ქულით C ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრა რთული გამოდგა ორივე გუნდისთვის. ბრძოლა ბევრი იყო, სახიფათო მომენტები ნაკლები. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ეფექტური თავურით, ედინსონ კავანიმ გაიტანა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ჩილე: არიასი, დიასი, მედელი (ლიხნოვსკი 55), ხარა (კასტილიო 90), მარიპანი, ოპასო, პულგარი, არანგისი, ერნანდესი, სანჩესი, ვარგასი (ფერნანდესი 77).
ურუგვაი: მუსლერა, გონსალესი, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბენტანკური, დე არასკაეტა (როდრიგესი 76), ვალვერდე (კოატესი 90+2), ლოდეირო (ნანდესი 46), კავანი, სუარესი.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ეკვადორისა და იაპონიის ნაკრებებმა ფრედ – 1:1 ითამაშეს.

ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. 28 ივნისს ბრაზილია პარაგვაის შეხვდება, ვენესუელა – არგენტინას. 29-ში კოლუმბია – ჩილეს, ურუგვაი – პერუს. როგორც ხედავთ, მეოთხედფინალს მხოლოდ ამერიკულმა ნაკრებებმა უწიეს – იაპონიამ და ყატარმა ასპარეზობა დაასრულეს.