მესიმ ბართომეუს ნეიმარის დაბრუნება სთხოვა

0
34

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელს, ლეო მესის, საკუთარ გუნდში ნეიმარის ხილვა სურს.
El Mundo-ს ცნობით, ამის შესახებ არგენტინელმა კატალონიური გრანდის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს პირადად აცნობა. ,,ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა შესაძლო ტრანსფერის პირობებს უკვე განიხილავს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ,,ბარსელონაში” თამაში თავად ნეიმარსაც სურს, ბრაზილიელმა პარიზული გუნდის პრეზიდენტს აცნობა, რომ ის ,,პსჟ-ში” თამაშს აღარ აპირებს.
ნეიმარი ,,პსჟ-ში” 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.