გოგა ბითაძე: “NBA-თვის მზად ვარ”

0
97

გოგა ბითაძემ “დეტროიტ პისტონსში” ივარჯიშა, ქართველი კალათბურთელი რამდენიმე ტალანტთან ერთად მიიწვიეს ზაზა ფაჩულიას გუნდში მასზე დასაკვირვებლად, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო მოთამაშეები სწორედ გოგა და ბრენდონ კლარკი იყვნენ.

“მოხარული ვარ, რომ “მწვანე ოთახში” დამპატიჟეს. გპირდებით, რომ 100%-ით დავიხარჯები”, – განაცხადა დეტროიტში ვორქაუთის წინ გოგამ.

ტალანტების ვარჯიშს “დეტროიტის” მთავარი მრჩეველი ედ სტეფანსკი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს სამი სავარაუდო ვარიანტი, თუმცა გვარები არ დაუსახელებია.
ქართველმა ცენტრმა ვარჯიშზე თავი განსაკუთრებით სამქულიანების სროლაში გამოიჩინა.
ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე გოგამ შემდეგი თქვა:

“ბოლო წლებში NBA-ში თამაში მკვეთრად შეიცვალა, ახლა ცენტრებს პერიმეტრიდან სროლაც ევალებათ. ვფიქრობ, რომ ეს საჩემო თამაშია, რადგან კარგად ვისვრი შორი დისტანციიდან. ვფიქრობ, დაცვაშიც კარგად შემიძლია თამაში და გუნდელებთან პოზიციების გაცვლა. მოედნის ორივე ნახევარზე ენერგიულად თამაში ჩემი დადებითი მხარეა.

ევროლიგა ძალიან მაღალი დონეა, ბევრი კარგი კალათბურთელია, მათ შორის NBA-ს ყოფილი მოთამაშეებიც. ძალიან კარგი სეზონი გამომივიდა, დავამტკიცე, რომ პროფესიონალების წინააღმდეგ თამაში შემიძლია. ჩემზე ბევრად გამოცდილ და ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებს ვუპირისპირდებოდი და ეს ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, რომ  NBA-თვის მზად ვარ”.

“დეტროიტს” დრაფტის მე-15 არჩევანი აქვს, რაც გოგასთვის ოპტიმალურია. ამერიკული მედია წერს, რომ ცენტრზე მეტად გუნდს სხვა პოზიციის გამაგრება ესაჭიროება, მაგრამ არც გოგას გაშვება შეიძლება. freep.com: “დეტროიტს ფრთა ესაჭიროება და დამხმარე გამთამაშებელზე, მაგრამ ეს ორი “დიდი” ძალიან ძლიერია”.

ჩვენი დროით 19 ივნისის დილით “შარლოტ ჰორნეტსმა” მოაწყო ვორქაუთი და რამდენიმე მიწვეულ ტალანტს შორის გოგა ბითაძეც იყო. ეს გოგას ბოლო ვორქაუთია დრაფტამდე – 20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია, სადაც გოგა “მწვანე ოთახშია” დაპატიჟებული.