ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

0
23
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ:
თბილისის “დინამო” – “ლა ფიორიტასა” (სან მარინო) და “ენდოგარს” (ანდორა) შორის გამარჯვებული
ჩიმკენტის “ორდაბასი” (ყაზახეთი) – ქუთაისის “ტორპედო”
“ფოლა ეში” (ლუქსემბურგი) – საჩხერის “ჩიხურა” 
 “ორდაბასის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.
I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები – 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივლისს ჩატარდება.