ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ”საბურთალო” ტირასპოლის ”შერიფს” შეხვდება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ნიონში შედგა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საშინაო შეხვედრებს ”მიხეილ მესხზე” ჩაატარებს. პირველი შეხვედრა სტუმრად ტირასპოლში გაიმართება, საპასუხო კი – ”მიხეილ მესხზე”.
გასულ სეზონში „შერიფი” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს” შეხვდა. ქუთაისელებმა შინ პირველი მატჩი 2:1 მოიგეს, მაგრამ სტუმრად 0:3 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ”საბურთალოს” სავარაუდო მეტოქეები ბრატისლავას ”სლოვანი,” ”ყარაბაღი,” ”დუდელანჟი,” გლაზგოს ”სელტიკი” და ტირასპოლის ”შერიფი” იყვნენ.
1999 წლის 20 აგვისტოს დაარსებული თბილისური კლუბი ევროპულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს. ”საბურთალო” 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.