ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ ედენ აზარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
The Sun-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” 28 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით კვირაში 450 ათას ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი “ჩელსიში” 2012 წელს გადავიდა. მან ლონდონური კლუბის მაისური 351-ჯერ მოირგო, 108 გოლი გაიტანა და 91 საგოლე გადაცემა შეასრულდა.