პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა – ვალვერდეს უშვებენ?

0
34

“ბარსელონამ” სამეფო თასის ფინალიც წააგო და გუნდმა სეზონი ზუსტად ისე დაასრულა როგორც “ენფილზე” გამოიყურებოდა.

როგორც ცნობილი იყო ბართომეუ ვალვერდეს ნდობას უცხადებდა და მის გადაყენებას არ გეგმავდა. კლუბის პრეზიდენტმა “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ ეს ბევრჯერ გაიმეორა, თუმცა თასის ფინალის წაგების შემდეგ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ბართომეუმ სამშაბათს ხელმძრვანელთა საბჭოს რიგგარეშე სპეციალური სხდომა დანიშნა.

წყაროს ცნობით, ხსენებული შეკრების მიზანი გუნდის კრიზისიდან გამოსავლის პოვნა იქნება.

პრესა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბორდმა ვალვერდეს გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, ხელმძღვანელთა დიდ ნაწილს გენერალური დირექტორის პეპ სეგურას დათხოვნაც სურს.

მოკლედ, სამშაბათს “ბარსელონასთვის” ბევრი რამ გადაწყდება. ესპანური პრესა კლუბში დიდი ცვლილებების დაწყებას აანონსებს.