ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ,,ბებერი ქალბატონების” მწვრთნელის ამპლუაში ბოლო პრესკონფერენცია გამართა:
,,გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, გუნდს, რომელიც თუ 100%-ით არა, 80%-ით მაინც მომავალ სეზონში ტიტულს კვლავ მოიგებს.
არაფერზე ვდარდობ. მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც შევქმენით ეს მშვენიერი გუნდი – დაწყებული ადამიანით, რომელიც ბაზაზე ბალახს უვლის, დამთავრებული ხელმძღვანელებით, რომლებიც მაძლევდნენ ყველაფერს, რაც მჭირდებოდა,” – ალეგრის სიტყვებს ,,იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ალეგრი ,,იუვენტუსში” 2014 წლიდან მუშაობდა. სპეციალისტმა ტურინულ გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო.