15-წლამდელებმა თურქეთი დაამარცხეს

0
30

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თურქეთთან და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს და ამის გარდა, კიდევ რამდენიმე რეალური შანსი გაანიავეს. გოლებით თავი ლუკა წულუკიძემ და გიორგი ხაბულიანმა გამოიჩინეს.

ჯოჯუა, გოგებაშვილი, ხიმშიაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, გეგიაძე, პირტახია, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, წულუკიძე, ხაბულიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაგრატიონი, ოჩიგავა, სიორდია, ლაბაძე, დავრაშელიძე, მესხი, ჯაჭვლიანი, დასენი, ჩოფიკაშვილი, ჯანაშია.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 28 მაისს ჩაატარებენ.