ბართომეუ: ,,ჩავარდნა? არა, “ბარსელონამ” ლა ლიგა მოიგო”

0
61

,,ვალენსიასთან” წაგების შემდეგ, კატალონიის ,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, გუნდის განვლილი სეზონი შეაფასა:

,,ვალვერდეს კონტრაქტი აქვს. არ ვფიქრობ, რომ წაგება მწვრთნელის ბრალია. ჩვენ მეორე ტაიმში ბევრი ვიმუშავეთ.გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ. ,,ვალენსიას” უნდა მივულოცოთ, ამ გუნდმა მოგება დაიმსახურა.ეს ჩავარდნაა? არა. ,,ბარსელონამ” ლა ლიგა მოიგო – ეს ყოველთვის ჩვენი მიზანია. სულ ორი მატჩი წავაგეთ – ,,ენფილდზე” და დღეს.” – ბართომეუს სიტყვებს El Chiringuito ციტირებს.

ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალში ,,ვალენსიამ” ,,ბარსელონა” 2:1 დაამარცხა.