პოჩეტინიოს ფინალში ჰარი კეინის თამაშის იმედი აქვს

0
35
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა.
“ყველა ტაქტიკურ ბრძოლას ელის, მაგრამ ბევრ რამეს ემოციები გადაწყვეტს. ფინალში ჩვენს გასვლას არავინ ელოდა და ეს დამატებით ძალას შეგვმატებს. ისტორიაში შესვლის შანსი გვაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ჰარი კეინი ვარჯიშობს და მწყობრში ჩადგომამდე ცოტა აკლია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა სასტარტოდან თამაშს, თუ საერთოდ მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას. ყველაფერი მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმედია, ფინალში დახმარების ხელს გამოგვიწვდის”, – განუცხადა პოჩეტინიომ AS-ს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ მაისს მადრიდში, “ატლეტიკოს” სტადიონ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.