UEFA: “საქართველოში ერთა ლიგიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა”

0
33

ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფულადი პრემია მიიღო. ფედერაციის ინიციატივით თანხის ნაწილი პრემიის სახით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა-საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდმა თანაბრად მიიღო.
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“,  „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ – სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები დაეხმარნენ.
აღნიშნული ამბავი არ გამორჩენია UEFA-ს, რომელმაც საკუთარ ვებგვერდზე სწორედ ზემოხსენებული ინფორმაცია განათავსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის სიტყვები გაავრცელა:
„ეს საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
ეს ორგანიზაციები საქართველოში უკვე წლებია, რაც ფუნქციონირებენ და ეხმარებიან ბავშვებს ონკოლოგიური დაავადების კუთხით. ვთვლი, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის და საზოგადოების საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით”.