ტონი კროოსი: “რეალს” გამარჯვებულის რანგში დავემშვიდობები”

0
27

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, სამეფო გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. გერმანელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ეს ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი და განსაკუთრებული დღეა. მადრიდის “რეალთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გველის. რეალის დატოვება ჩემ გეგმებში არასდროს არ ყოფილა. გუნდიდან მაშინ წავალ, როდესაც გამარჯვებული ვიქნები.
ზიდანთან ვისაუბრე და მისი გეგმების შესახებ ყველაფერი ვიცი. კარგია, რომ მნიშვნელოვანი როლი მექნება“. – ციტირებს კროოსის სიტყვებს Marca.