ვინსენ კომპანი – “სიტიდან” “ანდერლეხტში”

0
37

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი კაპიტანი, ვინსენ კომპანი, “ქალაქელთა” გუნდს ტოვებს. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად დაადასტურა. გარდა ამისა, კომპანიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბრიუსელის “ანდერლეხტის” მოთამაშე-მწვრთნელი გახდება:
,,მომდევნო სამი წლის განმავლობაში “ანდერლეხტის” მოთამაშე-მწვრთნელი ვიქნები.
შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გაგაკვირვოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. როგორც ფეხბურთელი მე სწორედ ანდერლეხტში გავიზარდე”.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტის რიგებში 12 ტიტული მოიგო. მათ შორის: ოთხჯერ პრემიერლიგა,  ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ასოციაციის თასი, ორჯერ სუპერთასი.