ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მატჩში ბარსელონამ ლივერპულს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ორ შემთხვევაში ალისონ ბეკერის კარი ლეო მესიმ აიღო და შედეგად, არგენტინელმა დუბლი გაიფორმა.
ჩემპიონთა ლიგის ზემოხსენებულ შეხვედრას “მარსელის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა: „მესი ფენომენია. ფეხბურთის სიყვარულის გამო, აღარ შეადაროთ მესი “იუვენტუსის” მეშვიდე ნომერს”.