მსოფლიო რაგბის გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იმ ახალი ტურნირის ფორმატია განხილული, რომელიც 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების აზრით, რაგბის მსოფლიო ლიგა ორ ნაწილად უნდა დაიყოს – ევროპისა და მსოფლიო კონფერენციებად.
თითო კონფერენციაში 12 ნაკრები იქნება, რომლებიც ორ დივიზიონში გადანაწილდებიან. მაგალითად მსოფლიოს კონფერენციის პირველ დივიზიონში 4 ერის ნაკრებებს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა) საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებები დაემატებიან. მეორე კონფერენციაში დანარჩენი ტოპ-6 ნაკრები მოხვდება.
რაც შეეხება ევროპას, აქ პირველ კონფერენციაში 6 ერის ნაკრებები მოხვდებიან, ხოლო მეორე ტურნირი რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომლის გამარჯვებულიც 6 ერში ასასვლელად 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს.
მაგალითად, რაგბი ევროპის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, 6 ერის ნაკრებებს შეუერთდება.
მსოფლიო რაგბის ლიგის გამარჯვებული ასე გამოვლინდება: მსოფლიოსა და ევროპის კონფერენციის პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ნახევარფინალებში შეხვდებიან, გამარჯვებულები კი მსოფლიო რაგბის ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ.
შეიქმნება მესამე დივიზონიც, იქ მოთამაშე ნაკრებებს კი მეორე დივიზონში დაწინაურებისთვის ზუსტად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც მეორე დივიზონის ნაკრებს პირველ დივიზიონში გადასასვლელად. მსოფლიო რაგბიმ ეს ვიდეო და ახალი ტურნირი საკუთარ გვერდზე დააანონსა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ 6 ერის ორგანიზატორებს ტურნირის ეს ფორმატი მოეწონოთ.
მთავარი ნიუსი საქართველოს შანსი ექვს ერში მოსახვედრად