ნეიმარი: “ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის ოთხი არმცოდნე დააყენეს”

0
38
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში “მანჩესტერთან” დამარცხების შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო იყო პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი.
“ეს სამარცხვინოა, ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის ოთხი არმცოდნე დააყენეს. არანაირი პენალტი არ იყო. როგორ უნდა მოეცილებინა კიმპემბეს ხელი?” – წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში.
კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმაც გააკეთა:
“ჩემის აზრით, ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო. ძალიან ადვილია ასეთი გადაწყვეტილების პსჟ-ს წინააღმდეგ მიღება და ძალიან ძნელია მსგავსი გადაწყვეტილების სხვა გუნდის მიმართ მიღება”, – განუცხადა ელ ჰელაიფიმ RMC-ს.