ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში “პორტუმ” “რომა” 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
“პორტუ” გასვლაზე 1:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სახლში სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა, თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა და მესამედან მიზანს სოარესმა უწია. “რომამ” კი 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – მილიტაომ საკუთარ საჯარიმოში პეროტი წააქცია, ხოლო პენალტი დე როსიმ გამოიყენა, რომელმაც ტაიმის დასასრულს ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მარეგა გააქტიურდა და მეორედ დაამწუხრა ოლსენი. ანგარიში ძირითად დროში აღარ შეცვლილა და ოვერტაიმი დაინიშნა.
დამატებულ დროში ჯეკომ ორი შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა, 115-ე წუთზე კი ფლორენციმ ფერნანდოს საკუთარ საჯარიმოში მაისურზე მოქაჩა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ტელესმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
კასილიასმა ამ ტურნირზე 101-ე გამარჯვება მოიპოვა და კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო.
პორტუ. “დრაგაუ”. 49 209 მაყურებელი
პორტუ – რომა 3:1
გოლები: 1:0 სოარესი (26), 1:1 დე როსი (37, პენ), 2:1 მარეგა (53), 3:1 ტელესი (117, პენ)
პორტუ: კასილიასი, მილიტანი, ფელიპე, პეპე, ტელესი, ოტავიო (ერნანი 94), ერერა, დანილუ, კორონა (ბრაიმი 69), მარეგა, სოარესი (ფერნანდო 78).
რომა: ოლსენი, კარსდორპი (ფლორენცი 55), მარკანო (კრისტანტე 76), მანოლასი, ჟუან ჟეზუსი, კოლაროვი, ძანოლო, დე როსი (პელეგრინი 45+4 – შიკი 96), ნზონზი, პეროტი, ჯეკო.