გეგმის მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონის მშენებლობას გასული წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ღირებულება 99 448 408.56 ლარია. სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება.
