ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ალექსანდრ ჩეფერინი დაიკავებს, რომელიც რომში გამართულ უეფას 43-ე საარჩევნო კონგრესზე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.
51 წლის ჩეფერინმა, წინა არჩევნების მსგავსად, მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგანაც მიიღო. სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.
იტალიაშივე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.