გიორგი შერმადინისა დ ამისი “უნიკახას” ბრწყინვალე თამაში და ფანტასტიკური გამარჯვება ევროპის გრანდთან. ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის სათამაშოდ მალაგაში მადრიდის “რეალი” ჩავიდა, რომელიც მასპინძლებს 21 ქულით ამარცხებდა, თუმცა უნიკახელთა გმირული გარჯიშ შემდეგ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით – 103:102 დასრულდა.
რაც მთავარია, მებრძოლი უნიკახელთაგან წინა ხაზზე ქართველი ცენტრი იდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მალაგელთა შემადგენლობაში შედეგიანობით მხოლოდ ხაიმე ფერნნდესს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 27 ქულა, 9 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა, შერმადინის ანგარიშზე კი 18 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (34) ჩამორჩა.
19 მატჩიდან 12 მოგებით “უნიკახა” თად მაკფადენის “იბეროსტართან” ცხრილში 5-6 ადგილებს იყოფს. შემდეგი მატჩი მალაგელებს 9 თებერვალს, შინ “მანრესასთან” ელით.