პსჟ “მანჩესტერთან” ნეიმარის გარეშე ითამაშებს

0
40
პარიზის პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
RMC-ს ცნობით, ნეიმარი 24 იანვარს “სტრასბურგთან” საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის მორჩენას ვერ მოასწრებს.
როგორც იუწყებიან, ბრაზილიელს მარჯვენა კიდურზე დაყრდნობა უჭირს და შესაძლოა, ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდეს.
პსჟ-სა და “მანჩესტერის” შეხვედრები 12 თებერვალსა და 6 მარტს ჩატარდება.