“სიტი” ტოპ-ჩემპიონატებში ყველაზე შედეგიანია

0
58

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში, “მანჩესტერ სიტიმ” ბოლო ადგილზე მყოფი “ჰადერსფილდი” გასვლაზე 3:0 დაამარცხა და “ლივერპულთან” ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა.
აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი გოლების წყალობით, “მანჩესტერ სიტი” გახდა ევროპის 5 ტოპ- ჩემპიონატში პირველი გუნდი, რომელმა მიმდინარე სეზონში მინიმუმ 100 გოლის გატანა მოახერხა.
პეპ გვარდიოლას შეგირდებს, ჯამში უკვე 102 გატანილი გოლი მოუგროვდათ, საიდანაც ყველაზე მეტჯერ, 14-14-ჯერ მეტოქეების კარი სერხიო აგუერომ და გაბრიელ ჟესუსმა აიღეს.

სიტის მიერ გატანილი გოლები წლევანდელ სეზონში:
პრემიერლიგა – 62 გოლი;
ინგლისის თასი – 7 გოლი;
ლიგის თასი – 15 გოლი;
სუპერთასი – 2 გოლი;
ჩემპიონთა ლიგა – 16 გოლი.