ლეო მესი – კუბალას გაუთანაბრდა და მხოლოდ სამიტიერს ჩამორჩება

0
35

ლიონელ მესი ესპანეთის სამეფო თასზე გატანილი გოლების რაოდენობით „ბარსელონაში“ მეორე ბომბარდირია.

პირენელთა თასის მერვედფინალში „ლევანტესთან“ 3:0 მოგებულ მატჩში კატალონელთა არგენტინელმა კაპიტანმა მეტოქის კარი ერთხელ აიღო და მის ანგარიშზე 49 გოლია. ამრიგად, ის ლეგენდარულ ლადისლაო კუბალას გაუტოლდა და „ბარსას“ ისტორიაში სათასო გოლეადორებში მეორე პოზიციაზეა.

პირველი ადგილი ხოსეპ სამიტიერს უკავია, რომელმაც კატალონელთა მაისურათი ესპანეთის თასის მატჩებში მეტოქეთა კარი 64-ჯერ აიღო.

შეხსენებისთვის, კუბალა “ბარსელონას” მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.