ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ტერფის ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:1 წაგებულ მატჩში, 13 იანვარს მიიღო.
გამომდინარე აქედან, კეინი დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში კეინმა 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.