ჰოლანდიის “დენ ბოში”, რომლის მფლობელიც კახი ჟორდანიაა, რანგით მეორე ლიგაში ლიდერი გახდა. “დენ ბოშმა” გასვლაზე 6:2 სძლია “დორდრეხტს” და ორი ქულით გაუსწრო ტიტულოვან ენსხედეს “ტვენტეს”.
ამავე ლიგაში არიან “როდა”, როტერდამის “სპარტა”, “ბრედა”, “ვალვაიკი”, “ვოლენდამი”…
კახი ჟორდანია გახლავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეიზდენტის, შემდეგ კი არნემის “ვიტესის” მფლობელის, მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მან სეზონის წინ იყიდა “დენ ბოში” და მიზნად დაისახა, უახლოეს სამ წელიწადში გუნდი ერედივიზიონში უნდა აღზევდესო. თუმცა შესაძლოა, სამი წელი არც დასჭირდეს და წლეულსვე გადავიდეს.
მთავარი ნიუსი ჟორდანიას კლუბის პირველ ადგილზეა…