ლევან გრძელიძე და გიორგი ჩოჩიშვილი სარაგოსაში სინჯებზე არიან

0
129

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ბოლნისის “სიონის” მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კარიერას სავარაუდოდ ესპანეთში გააგრძელებს. 20 წლის გოლკიპერი, თბილისის “ლოკომოტივის” 18 წლის ნახევარმცველ ლევან გრძელიძესთან ერთად, ამჟამად სარაგოსაში სინჯებზე იმყოფებ, მეორე გუნდში უკვე ითამაშა და დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს.
“ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “სარაგოსა” მეორე წრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს, თუმცა სპორტული მენეჯმენტი უფრო შორსაც იყურება. აქ სტუმრად ორი ქართველი ფეხბურთელია, რომლებსაც უახლოეს დღეებში შანსი ექნებათ, შესაძლებლობები წარმოაჩინონ. მათთვის მაგალითი გიორგი პაპუნაშვილია – თანამემამულე, რომელთანაც აგენტიც საერთო ჰყავთ. ისინი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ, რომ “სარაგოსას” ღირსებას გიორგი პაპუნაშვილი მეორე სეზონია იცავს, კლუბში სინჯებზე ჩასული ორი ქართველი ფეხბურთელის შესახებ ადგილობრივმა eldesmarque.com-მაც დაწერა:
პირველი – თბილისის “ლოკომოტივის” 18 წლის შემტევი ლევან გრძელიძეა, რომელიც სათამაშო მახასიათებლებით “პაპუს” ჰგავს. ის მარცხენაა, არის სწრაფი და ტექნიკური.
გიორგი ჩოჩიშვილი 20 წლის მეკარეა, რომელიც ყურადღებას თავისი სიმაღლით იპყრობს – 195 სმ-ია. ის ბოლნისის “სიონში” თამაშობს, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს – იყო პრაღის სლავიასა (21-წლამდელთა გუნდში) და სლოვაკურ “ზლატე მორავცეში”. ორივე ფეხბურთელს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში იწვევენ.
ამ ორ ფეხბურთელს აქვს სარაგოსაში თავის გამოჩენისა და დამკვიდრების შანსი. ამის მაგალითი პაპუნაშვილია, მოთამაშე, რომელმაც დასაწყისში წარმოქმნილი, ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც შეძლო ყველას დარწმუნება და გუნდის ერთ-ერთი წამყვან და გულშემატკივრებისთვის საყვარელ მოთამაშედ გახდომა”, – წერს საიტი.