დავითაშვილი “რუბინში” ითამაშებს

0
73

თბილისის ”დინამოს” აღზრდილი ზუკა დავითაშვილი კარიერას ყაზანის ”რუბინში” გააგრძელებს. 17 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები უცნობია.
დავითაშვილს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. საკლუბო დონეზე დავითაშვილმა 2017 წლის ეროვნულ ლიგაში თბილისის ”დინამოს” მაისურით 6 მატჩი ჩაატარა, 2018 წლის სეზონი კი თბილისის ”ლოკომოტივში” გაატარა. ლაშა ჭაღიაშვილის ხელმძღვანელობით 17 წლის ტალანტმა ეროვნულ ლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, ზურიკო წარსულში ცნობილი ქართველი ფორვარდის, სულიკო დავითაშვილის შვილია. ამჟამად სულიკო დავითაშვილი სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა და თბილისის ”ლოკომოტივის” 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია.