13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში ლეგენდების ტურნირი გაიმართება. ზამთრის თასის მოსაპოვებლად საქართველოს, ფიფას, უეფას, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები იბრძოლებენ.
ტრადიციადქცეულ, დარბაზის ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას პირველად მიიღებს ფიფას გუნდი, რომლის რიგებში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იასპარეზებენ.
ფიფას გუნდს თბილისში პიერ ვებო, ჟერემი ნჯიტაპი, სტიპე პლეტიკოშა, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ივან კლასნიჩი, ნუნო გომეში, დარიო შიმიჩი წარმოადგენენ.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გუნდის შემადგენლობასთან ერთად ასევე ცნობილიალეგენდების თასის მონაწილე დარჩენილი ხუთი გუნდის შემადგენლობა:
საქართველო
გიორგი ლომაია, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით მუჯირი, მამუკა მაჭავარიანი, გოჩა ჯამარაული, დავით სირაძე, ლაშა სალუქვაძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი
უკრაინა
ოლეჰ სობუცკი, სერგი ნაგორნიაკი, ბოგდან შერშუნი, ვიტალი რევა, ანდრი დონეცი, სერგი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ვასილი რაცი, ვოლოდიმირ ბონდარენკო, იური მაკსიმოვი, ანდრი ვორობეი, ვიტალი მანძიუკი
ესპანეთი
ხუან სანჩესი, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, პედრო კონტრერასი, ლუის მილა, რობერტო ფერნანდესი, ვიქტორ სანჩესი, კატანია, ხუან კარლოს მორენო, ვისენტე ენგონგა
უეფა
მილენკო აჩიმოვიჩი, ჟან-ფრანსის დომერგი, იოან ლუპესკუ, ნოელ მუნი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, იანიკ რაბუ, ჯასტინ ნანგმო, ნაჯიბ ელ ომარი, კრისტიან კარბონელი, ერიკ ბოატენგი, კევინ ლამური
თურქეთი
ნევრუზ შერიფი, ნეჯდეთ ერგუნი, თურგაი სემერჯი, მუსტაფა გიულენი, ჰუსეინ შიმშეკი, ჯიჰან ჰასპოლატლი, ომერ ერდოღანი, მეჰმეტ ილმაზი, ჰასან კაბზე, ვოლკან არსლანი, კუბილაი ერელი, ევრენ ნური თურანი, ფარუკ ათალაი, ჯელალ გოკჰანი, სერჰატ ჩიჩეკი, ომერ ჰაჯისალიჰოღლუ, ერსოი უჩტუ
ლეგენდების თასის 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდები ორ ქვეჯგუფში განაწილდნენ:
ა ჯგუფი – საქართველო, ფიფა, თურქეთი
ბ ჯგუფი – უეფა, ესპანეთი, უკრაინა
ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდების ტურნირი მიმდინარე წელს მესამედ გაიმართება, გასული ორი გათამაშების გამარჯვებული საქართველოს გუნდი გახდა. ტურნირის ყველა მატჩზე დასწრება სრულიად უფასოა და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორების მხრიდან რამდენიმე სიურპირზი ელით.