კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა ევროპის TOP5 ლიგების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი. სიის შედგენისას ითვალისწინებდნენ მოთამაშეთა ასაკს და მათი კონტრაქტების მოქმედების ვადას.
ლიდერი გახდა “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. ის 218.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მეორე ადგილი უკავია “ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდს ჰარი კეინს, მესამეზე გავიდა – პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი.
“ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი ღირებულებით მეშვიდეა, “იუვენტუსის” პორტუგალიელი ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მე-19 ადგილზეა 127 მილიონით.
TOP10 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია:
კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 218,5 მლნ. ევრო
ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) – 200,3
ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) – 197,1
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 185,8
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი) – 184,3
პაულო დიბალა (იუვენტუსი, პორტუგალია) – 171,9
ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) – 171,2
რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ბელგია) – 162
ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ბრაზილია) – 157
ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, გერმანია) – 156,1