ბათუმელთა პრეზიდენტი: “კვარაცხელია და დავითაშვილი ევროთასებზე დაგვეხმარებიან”

0
69

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ბათუმის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარებიან. ეს ინფორმაცია ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა. მან ისიც დასძინა, რომ კვარაცხელიასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კლუბი ახალგაზრდა გარემარბს საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლია. მან ისიც დაამატა, რომ ზაფხულში კვარაცხელიას იტალიის სერია A-ს კლუბში გადასვლა რეალურია, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ბერიძის განცხადებით უახლოეს პერიოდში კვარაცხელიას თამაშის სანახავად არაერთი უცხოური კლუბის წარმომადგენელი ჩამოვა.
კვარაცხელიამ ბათუმის “დინამოში” პირველი თამაში გუშინ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შინ “თელავთან” (1:0) ჩაატარა.