დავითაშვილი ბათუმის “დინამოსთან” კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

0
47

ზურიკო დავითაშვილი ბათუმშია და “დინამოსთან” კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. ამის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.
დავითაშვილი რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ ტულას “არსენალთან” ხელშეკრულებას 30 ივნისამდე შეაჩერებს, როგორც ეს ფიფამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნახსენებ ქვეყანებში მოასპარეზე ლეგიონერებს დართო.
დავითაშვილი მინიმუმ ივნისის ბოლომდე ბათუმში დარჩება, თუმცა ბერიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და ისიც ხვიჩა კვაარცხელიას მსგავსად კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.