მასიმილიანო ალეგრი: „ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან კარგად ითამაშეს“

0
63

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასხუო შეხვედრაში შინ „ვილიარეალთან“ 0:3წაგებისა და ტურნირიდან გავარდნის მიუხედავად თავის ფეხბურთელებზე არ გაბრაზებულა.
„მე კვლავ ისე ვითამაშებდი, როგორც ეს 65 წუთის განმავლობაში გავაკეთეთ – ბიჭები კარგად მოქმედებდნენ. რაღაც პერიოდი „ვილიარეალმა“ დაცვაში დაიხია და ერთმა მომენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენ ეს მარცხი უნდა მივიღოთ, რომელიც ულამაზოა. თუმცა, ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან კარგად ითამაშეს. არავისზე გავბრაზებულვარ.
მივულოცე ემერის, რომელიც ამ თამაშს კარგად მიუდგა – ეს მისი ერთ-ერთი ტიპური მატჩი იყო. წინ უნდა გავიხედოთ და პოლემიკა არავის დაეხმარება. ფეხბურთი ასეთია – ზოგჯერ ყველაფერი შენს სასარგებლოდაა, ზოგჯერ – წინააღმდეგ. ეს უბრალოდ უნდა მიიღო.
პირველ ტაიმში საგოლე მომენტები გვქონდა, ხოლო მეტოქე დამატებით დროს უმიზნებდა ან რაღაც ეპიზოდებოდან მაქსიმუმის მიღება სურდა. პირველი პენალტის დროს ძალიან გულუბრყვილოდ ვიმოქმედეთ. შემდეგ კიდევ 2 გოლი გავუშვით და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ“ – იუწყება იტალიური მედია ალეგრის ნათქვამს.