თომას ტუხელი: „ჩელსის“ თავისი კულტურა აქვს, რომელიც ყოველდღიურ მუშაობას ეფუძნება“

0
50

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ლილთან“ 2:1 მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს თავისი კულტურა აქვს, რომელიც ყოველდღიურ მუშაობს ეფუძნება.
„საუცხოოა. ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ გუნდს მხარს ამდენი გულშემატკივარი უჭერდა. მეოთხედფინალში გასვლა ეს დიდი ნაბიჯია. ჩვენ წინააღმდეგობების დაძლევის დროს სიმტკიცე და მენტალიტეტი გამოვავლინეთ.
„ჩელსის“ თავისი კულტურა აქვს, რომელიც ყოველდღიურ მუშაობას ეფუძნება. აქ პირველი დღიდანვე მენტალიტეტი დავინახე, რომლის თანახმად ფეხბურთი პირველ ადგილზეა. ყველა მთელი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად იხარჯება და ფეხბურთზეა კონცენტრირებული.
ჩვენ ატმოსფეროს შექმნას ვეცადეთ. ეს კულტურა უკვე დამკვიდრებულია, რომელიც ამ რთულ პრედიოდში კონცენტრაციაში გვეხმარება. მოთამაშეებს მხარს ვუჭერთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ შედეგის მიღწევა კიდევ შეგვიძლია, რაც მეამაყება“ – განუცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-ს.