ნიკა კაჭარავამ სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში სადებიუტო გოლი გაიტანა. „ჯეონამი“, რომელსაც ქართველი თავდმსხმელი ზამთარში შეუერთდა, მე-4 ტურში სტუმრად „კიონამს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-16 წუთზე გაიტანეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კაჭარავამ 27-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ჯეონამმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 11 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.
ავსტრალიის A ლიგის მე-18 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“, რომელშიც ბექა მიქელთაძე გამოდის, სტუმრად „ადელაიდა იუნაიტედთან“ 1:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე, როდესაც „ნიუკასლი“ 0:1 აგებდა საგოლე პასი გააკეთა. მასპინძლებმა გადამწყვეტი ბურთი 88-ე წუთზე გაიტანეს. მიქელთაძე, რომელიც ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.





