მაურისიო პოჩეტინოს მიაჩნია, რომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა შემთხვევით არ მოუგია, მაგრამ პსჟ-ს მეტოქის არ ეშინია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდში გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა. პსჟ-მ შინ პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო.
„რეალი“ თამაშისადმი თავის მიდგომას არ შეცვლის. ამ შემთხვევაში ტრავმებით და დისკვალიფიკაციით გამოწვეულ კორექტირებას არ ვგულისხმობ. მისი ფილოსოფია ყოველთვის ერთი და იმავეა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩვენ მათი ყველა მატჩი ნახეს, ხოლო მათ ჩვენი. ინტენსიურად უნდა ვიმოქმედოთ, ბურთის კონტროლისთვის ვიბრძოლო და ჩვენი საჯარიმოსგან შორს ვითამაშოთ. მომავალ თამაშში სხვადახვა ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტას უნდა ველოდოთ, რაც მოედანზე გასულ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. მადრიდული პრესა „რეალის“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესახებ წერს. ამ გუნდს და მის მოთამაშეებს პატივს ვცემთ. პირველი თამაში მოვიგეთ და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ.
„რეალს“ ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ შემთხვევით არ მოუგია, მაგრამ მისი არ გვეშინია. ვიცით, რომ სერიოზული მატჩი გველოდება. ჩემპიონთა ლიგა ტურნირია, რომლის მოგება ნებისმიერ მოთამაშეს, მწვრთნელსა და კლუბს სურს. მეოთხედფინალში გასვლას ვეცდებით.
საბრძოლველად მზად ვართ და მხოლოდ დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ეს გადამწყვეტი მატჩია და შესაძლოა, მის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მეტი თამაში არ გვქონდეს. ეს ფინალივითაა“ – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.





