კარლო ანჩელოტის თქმით, გულშემატკივრები ხვალ საუკეთესო „რეალს“ იხილავენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდში პსჟ-სთან გასამართ მატჩამდე განაცხადა. პარიზში ჩატარებული პირველი თამაში მადრიდელებმა 0:1 წააგეს.
„საუკეთესო „რეალს“ შეუძლია ბრძოლა საუკეთესო პსჟ-სთან. პირველ მატჩში საუკეთესო პსჟ ვიხილეთ, ხოლო ხვალ საუკეთესო „რეალს“ ვნახავთ. ქარიმ ბენზემა მწყობრშია. ის იმავე ქარიმი გახდა, რომელიც ტრავმამდე იყო. პირველ მატჩში როგორც დავგეგმეთ ისე ვერ ვითამაშეთ, რადგან ყველაზე მეტად ხელს მეტოქის პრესინგი გვიშლიდა. კარგი საგოლე მომენტები თავიდანვე ვერ შევქმენით.
ჩვენ მხოლოდ მბაპეს შეჩერების გეგმა არ გვაქვს, არამედ, ნეიმარის, მესისა და პსჟ-ს ყველა კარგი მოთამაშის. გეგმა ისაა, რომ 90 წუთი ინტენსიურად ვითამაშოთ – როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ.
ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და ჭკუიდან არ შევიშალოთ. ჩვენ თამაში უნდა მოვიგოთ. შესაძლოა ანგარიშში მატჩის დასაწყისში დავწინაურდეთ ან ბოლო წუთზე, მაგრამ მთავარია ცოცხლად და ინტენსიურად ვითამაშოთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





