იურგენ კლოპი: „ძალიან რთული საპასუხო შეხვედრა იქნება“

0
69

იურგენ კლოპისთვის „ინტერთან“ პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი რთულ საპასუხო შეხვედრას ელოდება.
მან ამის შესახებ ხვალ ლივერულში გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრამდე განაცხადა. „ლივერპულმა“ მილანში პირველი თამაში 2:0 მოიგო.
„შედეგი 2:0 ფეხბურთში ყველაზე ხშირად „აღმოუფხვრიათ“. თუ შესვენებამდე 2:0 იგება და ფიქრობ, რომ საქმე გაკეთებელია, უკვე არასწორ გზაზე ხარ. ჩემთვის პირველი თამაშის შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. თუმცა, მარტივი დაპირისპირება არ გველოდება და ძალიან რთული საპასუხო შეხვედრა იქნება.
კენჭისყრის შედეგის გაგების შემდეგ ვვარაუდობდით, რომ ყველაზე რთული ოპონენტი შეგხვდა. თუმცა, ეს ჩვენთვის ნორმალურია. არც კი მახსოვს, წილისყრის შედეგმა როდის გაგვახარა.
„ინტერი“ საუცხოო გუნდია, რომელიც ინგლისში ტურისტის როლში ნამდვილად არ ჩამოვა. მეტოქე ეცდება შეგვიტიოს და მატჩის მსვლელობა აკონტროლოს. ვნახოთ, ამას როგორ გავუმკლავდებით“ – იუწყება კლოპის სიტყვებს უეფას ვებგვერდი.