გასულ უქმეებზე ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მთავარი მატჩი სტადიონ „ეტიჰადზე“ გაიმართა, სადაც მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ მიიღო და 4:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში ბელგიელმა კევნ დე ბრუინმა გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 28-ე წუთზე დე ბრუინმა დუბლი მიითვალა. ამის შემდეგ ალჟირელი რიად მაჰრეზის დრო დადგა, რომელმაც სტუმართა კარი ჯერ 61-ე წუთზე აიღო, შემდეგი კი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე. „იუნატედში“ კრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია, რომელიც ტრავმირებული და მატჩამდე პორტუგალიაში გაემგზავრა.
2018 წლის 11 ნოემბრის შემდეგ „სიტიმ“ შინ „იუნაიტედი“ პირველად დაამარცხა. მაშინ, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა 3:1 მოიგო.
დე ბრუინი მეოთხე ბელგიელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში 50 ან მეტი გოლი გაიტანა. მანამდე, ეს რომელუ ლუკაკუმ, ედენ აზარმა და კრისტიან ბენტეკემ მოახერხეს.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში 4 ან მეტი გოლი 50-ჯერ გაიტანა. „ლივერპულმა“ იმავე 41-ჯერ მოახერხა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ – 20-ჯერ.






