ფლამარიონი ბათუმში 2023 წლის ბოლომდე დარჩება

0
29

ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის „დინამოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი კლუბში 2023 წლის ბოლომდე დარჩება.
ფლამარიონი, რომელიც 25 წლისაა, ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს ჩერნოგორიის „ლოვჩენიდან“ გადავიდა. მან ბათუმელთა შემადგენლობაში როგორც კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში, ასევე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 112 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.
ის 2020-2021 წლების სეზონში იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდიოდა და რუსეთის პრემიერ ლიგის 20 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.