გიორბელიძის ზედიზედ მეორე სასტარტო და მარცხი ლიდერთან

0
46

გურამ გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში დრეზდენელები სტუმრად გათამაშების ლიდერ ბრემენის „ვერდერს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში კიონიგსდორფერმა გახსნა, ხოლო ფულკრუგმა მე-16 წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე ფულკრუგმა დუბლი შეასრულა. შესვენების შემდეგ მეტი გოლი არ გასულა და ბრემენელებმა 3 ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „დინამოს“ 26 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურში “კარვინა” “მლადა ბოლესლავს” ეწვია და 0:1 წააგო. სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა მცველმა დავით კობოურმა შეუცვლელად ითამაშა. “კარვინა” 10 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.